logo_geo
eng_logo
CNN: კიევის ოლქის პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ კიევის ოლქის ტერიტორია დატოვა, 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს
- +

16 აპრილი. 2022. 00:27

 

 

კიევის ოლქის პოლიციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ კიევის ოლქის ტერიტორია დატოვა, 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.

ანდრიი ნიებიტოვის თქმით, ცხედრები დეტალური ექსპერტიზის ჩასატარებლად სასამართლო სამედიცინო დაწესებულებებში გადაიტანეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ სოფელ შევჩენკოში რამდენიმე ადამიანის ცხედარია იდენტიფიცირებული.

„სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვიპოვეთ 900-ზე მეტი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი და გადავეცით სასამართლო ექსპერტებს“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner