კიევის ოლქის პოლიციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ კიევის ოლქის ტერიტორია დატოვა, 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.
ანდრიი ნიებიტოვის თქმით, ცხედრები დეტალური ექსპერტიზის ჩასატარებლად სასამართლო სამედიცინო დაწესებულებებში გადაიტანეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ სოფელ შევჩენკოში რამდენიმე ადამიანის ცხედარია იდენტიფიცირებული.
„სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვიპოვეთ 900-ზე მეტი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი და გადავეცით სასამართლო ექსპერტებს“, - განაცხადა მან.