logo_geo
eng_logo
საფრანგეთის ხელისუფლებამ ლაჟვარდოვან სანაპიროზე რომან აბრამოვიჩის სასახლე დააყადაღა
- +

16 აპრილი. 2022. 00:52

 

 

საფრანგეთის ხელისუფლებამ ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ქალაქ კაპ დ'ანტიბში მდებარე რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის სასახლე დააყადაღა.

სასახლე „შატო დე ლა კრუა“ 1920 წელს ბერძენმა მილიარდერმა, არისტოტელე ონასისმა ააშენა. 1970-იან წლებში სახლი ხანძრის შედეგად დაზარალდა, 2001 წელს კი ის აბრამოვიჩმა აღადგინა. არსებული ინფორმაციით, რუსმა ოლიგარქმა მიტოვებულ სასახლეს 150 მილიონ ევროზე მეტი დაახარჯა.

სასახლის საერთო ფართობი 26 000 კვადრატული მეტრია, ის 5 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე მდებარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner