logo_geo
eng_logo
ხარკოვში დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა
- +

16 აპრილი. 2022. 01:26

 

 

რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსული დაბომბვების შედეგად აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 34 კი - დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსულმა ძალებმა საცხოვრებელი უბნები დაბომბეს.

 

მისი თქმით, დაშავებულებიდან 3 ბავშვია, ხოლო დაღუპულთაგან ერთი, 7 თვის ბავშვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner