logo_geo
eng_logo
ანა მალიარი: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპისთვის აქტიურად ემზადება
- +

16 აპრილი. 2022. 01:50

 

 

„რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპისთვის აქტიურად ემზადება და შემტევი ოპერაციის მომზადებაში მთელ ძალისხმევას დებს,“ - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

 

ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.

 

მალიარის თქმით, სამხედრო საჭიროებების გარდა, რუსეთი სამედიცინო ინფრასტრუქტურასაც ამზადებს.

 

„ისინი აქტიურად ემზადებიან. უფრო მეტიც, ისინი არამხოლოდ იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაზე კონცენტრირდებიან, არამედ დაჭრილთა დასახმარებლად სამედიცინო ინფრასტრუქტურასაც ამზადებენ. ისინი მარაგს აგროვებენ და ბელარუსის ტერიტორიას შესაძლო სარაკეტო დარტყმისთვის სრულად ამზადებენ. ახლა ისინი ჯარებს გადაადგილებენ, ცვლიან სტრატეგიებს, ეძებენ ჩვენს სუსტ წერტილებს, რათა მათ დაარტყან“, - განაცხადა ანა მალიარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner