საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს კახეთის რეგიონს ეწვევა.
მთავრობის მეთაური რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნობა, ასევე დაათვალიერებს სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს, ხოლო 14:00 საათზე, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაციას დაესწრება.