სოფელ ვაკიჯვარში, ვაკიჯვარი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოადგილესთან, ნიკა ბოლქავძესთან და დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების” ფარგლებში 1 010 052 ლარით ფინანსდება. ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება.
უახლოეს პერიოდში ასევე დაიწყება ცხემლისხიდის, დვაბზუს და მშვიდობაურის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა.