logo_geo
eng_logo
ვაკიჯვარი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
- +

16 აპრილი. 2022. 11:33

 

 

სოფელ ვაკიჯვარში, ვაკიჯვარი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

მიმდინარე სამუშაოები, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოადგილესთან, ნიკა ბოლქავძესთან და დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა.

 

პროექტი, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების” ფარგლებში 1 010 052 ლარით ფინანსდება. ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება.

უახლოეს პერიოდში ასევე დაიწყება ცხემლისხიდის, დვაბზუს და მშვიდობაურის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner