საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს:
„რეგიონული ტურნე გრძელდება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტურნეს ფარგლებში დღეს კახეთის რეგიონს ეწვევა. მთავრობის მეთაური რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნობა, ასევე ეწვევა სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს“.