„არაკეთილმოსურნე, მტრულად განწყობილი, პროვოკატორი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„მე ერთი რამ მინდა გითხრათ: არაკეთილმოსურნე, მტრულად განწყობილი, პროვოკატორი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა. არავის მივცემთ უფლებას, პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით. დავიცავთ ყველა მოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. სუსს აქვს კონკრეტული ინფორმაცია. როდესაც საჭირო ამ ინფორმაციის გამჟღავნება, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებს საზოგადოება ამ ყველაფერს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.