logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი, რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს, ყველაფერი გავაკეთე, გადმოსვენებიდან, მათი ღირსეული, სამხედრო პატივით დაკრძალვის ჩათვლით, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს
- +

16 აპრილი. 2022. 14:54

 

 

„კიდევ ერთხელ გირჩევთ, დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, დაღუპულთა გადმოსვენებიდან, სამხედრო პატივით მათი დაკრძალვის ჩათვლით.

 

„რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე. დაწყებული მათი გადმოსვენებიდან, დამთავრებული მათი ღირსეული, სამხედრო პატივით დაკრძალვით. დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ სპეკულაციები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner