მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში მოქალაქეებს უფასო სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
აქცია კლინიკა „უნიქალმედმა"განახორციელა. მოქალაქეებს უფასო კონსულტაციები ჩაუტარეს უნიქალმედის კარდიოლოგებმა: ლაშა ვაშაკიძემ და ზურაბ მეშველიანმა. მოქალაქეებს ასევე ადგილზე გადაუღეს ელექტროკარდიოგრამა.