უკრაინის ვიცე-პრემიერი: რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 1000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთა ნახევარი ქალია
-
+
16 აპრილი. 2022. 17:04
უკრაინის ტყვეობაში დაახლოებით 700 რუსი ჯარისკაცი იმყოფება. როგორც BBC წერს, ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა განაცხადა.
ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსულ მხარესაც დაახლოებით 700 უკრაინელი სამხედრო ჰყავს ტყვედ. გარდა ამისა, რუსებმა ტყვედ აიყვანეს 1000-ზე მეტი სამოქალაქო პირი, რომელთა ნახევარი ქალია.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.