logo_geo
eng_logo
სანდრო ბაზაძე: დღევანდელი შედეგი ჩემთვის იმედგაცრუებაა
- +

11 აგვისტო. 2016. 10:26


მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ერთი შეხვედრის მოგება შეძლო. 10 აგვისტოს გამართულ ხმლით ფარიკაობაში ბაზაძემ 1/32 ფინალურ ეტაპზე ბრაზილელი რენცო აგრესტა დამაჯერებლად დაამარცხა - 15:3 და 1/16 ფინალში გავიდა, სადაც კორეელი ოლიმპიური ჩემპიონის გუნდურ ასპარეზობაში და ასევე აზიის ჩემპიონის - კიმ ჯუნჰვანის წინააღმდეგობა ვეღარ გადალახა.


ბაზაძემ კორეელ მეტოქესთან დაძაბული შეხვედრა მხოლოდ 1 ქულით - 14:15 დათმო. აზიელი სპორტსმენი 14:11 იგებდა, სანდრო ბაზაზემ ანგარიში გაათანაბრებაც შეძლო - 14:14, გადამწყვეტი ქულა კი კორეელმა მოიპოვა. კიმ ჯუნჰვანი საბოლოოდ რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული კი ხმლით ფარიკაობაში უნგრელმა არონ ზილაგიმ მოიპოვა.


სანდრო ბაზაძემ ოლიმპიურ თამაშებზე პირველად მიიღო მონაწილეობა.


„ოლიმპური თამაშებისათის განსაკუთრებულად ვემზადებოდი და წარმატების მჯეროდა კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, სადებიუტო ოლიმპიური თამაშებზე ცოტა იღბალი დამაკლდა.

 

ნამდვილად შემეძლო კორეელი მეტოქის დამარცხება, იყო ტექნიკური ხარვეზიც, რამაც ხელი შემიშალა. დღევანდელი შედეგი  ჩემთვის იმედგაცრუებაა, თუმცა მომდევნო ოლიმპიური თამაშებისთვის უფრო მონდომებით მოვემზადები და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მექნება" - განაცხადა ბაზაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner