logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მიუხედავად ასეთი რთული დროისა და ყოველდღიური დაბომბვებისა, ჩვენს მეგობრებს ვეწვიეთ, რათა გამოგვეხატა ჩვენი ერთიანი და მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ - სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით
- +

16 აპრილი. 2022. 18:40

 

 

„მიუხედავად ასეთი რთული დროისა და ყოველდღიური დაბომბვებისა, ჩვენ ვეწვიეთ ჩვენს მეგობრებს, რათა გამოგვეხატა ჩვენი ერთიანი და მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ჩვენ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლანმენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის პარლამენტის სპიკერთან რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენი კულტურა, მეგობრობა, ისტორია, კიდევ უფრო ძლიერდება ამ დღეებში. ეს არის ის, რასაც ჩვენი ხალხები უფრთხილდებიან და სწორედ ამიტომ ჩამოვედით ჩვენ კიევში, რათა გამოგვეთქვა სამძიმარი დაღუპულთა ახლობლებისთვის და ვმდგარიყავით უკრაინელი ხალხის გვერდით. რთულია სიტყვებით აღწერო ის, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ და რასაც ყველა უყურებს ბუჩაში, ირპენსა და კრამატორსკიში, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი უკრაინული ქალაქი მსგავსი საშინელი ისტორიებით, რომლებიც ჯერ არავის მოუსმენია. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი. პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინელების არჩევანს. ჩვენ, ქართველებს ამ ყველაფრის ყურებისას გვახსენდება ჩვენი საკუთარი ბუჩები - 90-იან წლებსა და 2008 წელს, როდესაც ჩვენი ქალაქებიც დაინგრა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner