logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: რეაბილიტაციის შემდეგ, გურჯაანის განახლებული პარკი ისტორიულ ფუნქციას დაიბრუნებს და კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების ჩატარების აქტიური სივრცე გახდება
- +

16 აპრილი. 2022. 19:05

 

 

„რეაბილიტაციის შემდეგ, გურჯაანის განახლებული პარკი ისტორიულ ფუნქციას დაიბრუნებს და კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების ჩატარების აქტიური სივრცე გახდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში, ახლად რეაბილიტირებული პარკის დათვალიერებისას განაცხადა.

 

გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მთავრობის მეთაურს ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ პარკის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის 3.8 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, საზაფხულო კინოთეატრი და ამფითეატრი. აშენდა სპორტული მოედანი. პარკში განახლდა მწვანე საფარი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები. პარკი დაიყო სხვადასხვა ტიპის სპორტული და კულტურული დანიშნულების სივრცეებად. 

 

გურჯაანის პარკში ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ასევე მიმდინარეობს ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაცია. პროექტის ბიუჯეტი  465,012 ლარია. 

 

პრემიერ-მინისტრთან ერთად გურჯაანის პარკში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner