logo_geo
eng_logo
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ჭიათურაში მომხდარ ფაქტზე: ამ ეტაპზე, არ იკვეთება არც ცემის და არც სხვა რაიმე გადაცდომის ფაქტი
- +

16 აპრილი. 2022. 22:37

 

 

ჭიათურაში, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარ ფაქტზე არ დავტოვებთ არც ერთ პასუხგაუცემელ კითხვას, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ფაქტი მოხდა 14 აპრილს, იმავე დღეს, უმოკლეს ვადაში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე მყისიერად დაიწყო გამოძიება. ჩვენ ჩავატარეთ გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები კომპეტენციია ფარგლებში.

 

ამ ეტაპზე, იმ მასალებზე დაყრდნობით, რაც მოგროვებული აქვს ჩვენს უწყებას, შეიძლება ითქვას, რომ არ იკვეთება არც ცემის და არც სხვა რაიმე გადაცდომის ფაქტი, თუმცა არ შეიძლება ამაზე ნაადრევად რაიმე დასკვნების გამოტანა.

 

არსებობს გარკვეული შეკითხვები, მათ შორის ამ ადამიანის დაკავებასთან დაკავშირებით. მათ შორის, არსებობს შეკითხვები როგორ მოხდა ვარდნა შენობის მე-2 სართულიდან.

 

საგამოძიებო ორგანოს უკვე აქვს მოპოვებული ვიდეოჩანაწერები, რომელიც ასახავს როგორც დაკავების სურათს, ასევე როგორ განვითარდა მოვლენები, რა უბედურ შემთხვევასთან გვქონდა საქმე პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

პირველ რიგში ჩვენ ვპირდებით ოჯახს, რომ ამ ვიდეო ჩანაწერებს აუცილებლად გავაცნობთ და ვაჩვენებთ, არც ერთ შეკითხვას რომელიც საზოგადოებაში არსებობს არ დავტოვებთ პასუხგაუცემელს ,” - აღნიშნა კოკა კაციტაძემ.

 

15 აპრილს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საჩხერე-ჭიათურის მეოთხე განყოფილების მეორე სართულიდან დაკავებული პირის გადმოხტომის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner