logo_geo
eng_logo
ტროსტიანეცის მერი - რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ სუმის ოლქის სოფელში ქიმიური იარაღის-ზარინის და სხვა ნივთიერებების ნარჩენებია ნაპოვნი
- +

17 აპრილი. 2022. 01:21

 

 

“სუმის ოლქის სოფელ ბელკას რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, ქიმიური იარაღის-ზარინის და სხვა ნივთიერებების ნარჩენებია ნაპოვნი,”- ამის შესახებ ტროსტიანეცის მერმა, იური ბოვამ უკრაინის რადიოს ეთერში განაცხადა. ტროსტიანეცში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული ჯარების მიერ დანაღმულია მრავალი სასაფლაო, ტყის ნაწილი, პარკის ტერიტორიები და ადმინისტრაციული ობიექტები.

„სოფელ ბელკაში აღმოვაჩინეთ ქიმიური იარაღის ნარჩენები - ეს არის ზარინი და სხვა ნივთიერებები, რომელიც ნაპოვნია ამპულების სახით. ახლა ამით უკრაინის უშიშროების სამსახურია დაკავებული. შესაძლოა, ოკუპანტებს ამ ქიმიური ნივთიერების გამოყენება კიევში, პოლტავაში, ან სხვა ქალაქებში სურდათ“, - განაცხადა ბოვამ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტროსტიანეცში ყოველდღიურად ორი ჯგუფი მუშაობს: ერთი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურიდან, ხოლო მეორე - სამხედრო. ისინი ახალ ტერიტორიებს ყოველდღიურად ასუფთავებენ, თუმცა ჯერ კიდევ არის სახიფათო ზონები და ზოგიერთი ადგილი სავსეა ასაფეთქებელი საგნებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner