logo_geo
eng_logo
გზავნილი ბარაქ ობამას ალეპოში მომუშავე ექიმებისგან
- +

11 აგვისტო. 2016. 10:55


სირიის ქალაქ ალეპოში მომუშავე ექიმები აშშ-ის პრეზიდენტს დახმარების თხოვნით მიმართავენ. ექიმები ბარაქ ობამას სთხოვენ, ალეპოში ე.წ. არასაფრენი ზონა დააწესოს, რომ საავადმყოფოებზე ავიერიშები შეწყდეს.



წერილში, რომელსაც 29 ექიმი აწერს ხელს, ნათქვამია რომ თუ ალეპოში მდებარე საავადმყოფოებზე ავიაერიშები გაგრძელდება, ერთ თვეში რეგიონში არც ერთი სამედიცინო დაწესებულება აღარ დარჩება.



ალეპოში მომუშავე ექიმების ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სირიაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებზე 42 ავიაიერიში განხორციელდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner