logo_geo
eng_logo
რუსეთის დუმის სპიკერი ვოლოდიმირ ზელენსკის ორ პირობას უყენებს
- +

17 აპრილი. 2022. 12:23

 

 

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ორი პირობა წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო მედია „РИА Новости“ „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.

 

რუსეთის ფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ უკრაინის პირველი პირი „ფიქრობს უკრაინის მოქალაქეებზე, მაშინ ორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

 

„პირველი, პრეზიდენტმა უნდა გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებიდან.

 

მეორე, დააფიქსიროს შეთანხმების საფუძველზე ყირიმის აღიარებისა და უბლოკო სტატუსის მიღების შესახებ ვალდებულება, ასევე ვალდებულება დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დუმის სპიკერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner