ხობში, მდინარე მუნჩიაში 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, ის მდინარეში მაშინ ჩავარდა, როცა ნავით მის გადაკვეთას ცდილობდა.
გარდაცვლილი წალენჯიხის მკვიდრია.
უწყების ცნობით, ცხედარი იდენტიფიცირებულია და ექსპერტიზა უტარდება.
შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.