logo_geo
eng_logo
უკრაინაში ომს უკვე 200-ზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა
- +

17 აპრილი. 2022. 13:00

 

 

უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედების შედეგად უკვე 202 ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

„რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, უკრაინაში 563-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. დაიღუპა 202 ბავშვი და დაშავდა 361-ზე მეტი“, - წერს გენერალური პროკურატურა Telegram-ზე.

 

განცხადების თანახმად, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან აქტიურად მუშაობენ საომარი მოქმედებების რაიონებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაღუპულთა რაოდენობის დასადგენად.

 

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდასხმებისას, დაზიანდა 1018 სასწავლო დაწესებულება, აქედან 95 მთლიანად განადგურდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner