logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდონ დროულად, რადგან მხოლოდ ასე გადარჩება უკრაინა
- +

17 აპრილი. 2022. 14:47

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინას იარაღის სისტემები სწრაფად მიაწოდონ.

 

ამასთან ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროპული გაერთიანებას შემდეგი სანქციები Sberbank-ზეც უნდა გავრცელდეს და რუსულ ნავთობზე ემბარგო დაწესდეს.

 

„ეს ეხება ყველა წევრ ქვეყანას: მათ, ვისაც სწრაფად შეუძლია, უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდოს დროულად, რადგან მხოლოდ ასე გადარჩება უკრაინა, რუსეთის წინააღმდეგ მწვავე თავდაცვით ბრძოლაში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner