logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის გაკეთება გაჭირდება
- +

8 მარტი. 2016. 13:50

 

 

პარტია „ეროვნული ფორუმის" წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ანი მიროტაძე აცხადებს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო შესაძლოა, ვერ მოხერხდეს.


„პირადად ჩემი და ჩემი პარტიის პოზიცია ამის შესახებ ცნობილია, რომ მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებას ქორწინებასთან დაკავშირებით. ღიად ვაცხადებთ და მიგვაჩნია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა. რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა ხმები პრობლემა, ვფიქრობ, გახდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილება ითხოვს ხმების 2/3-ს ანუ 114 ხმას. არა მხოლოდ რესპუბლიკელების ხმები დასჭირდება ამ ცვლილებას, არამედ ოპოზიციის ხმებიც. არ ვიცი, რა დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას ამ საკითხზე, მაგალითად „თავისუფალ დემოკრატებს" და „ნაციონალურ მოძრაობას". არაფრის  გამორიცხვა არ შეიძლება, მაგალითად არც იმის, რომ შეიძლება ვერ მოხდეს 114 ხმის მოგროვება, უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წევრთა საერთო რაოდენობა არის 87. აქ იგულისხმებიან „რესპუბლიკელებიც". თუ არ იქნება „თავისუფალი დემოკრატების" და „ნაციონალური მოძრაობის" ხმებიც, ამ ჩანაწერის გაკეთება შეუძლებელი იქნება", - განაცხადა მიროტაძემ.


რაც შეეხება იმას, შესაძლოა თუ არა, გახდეს „ქართული ოცნებისა" და რესპუბლიკური პარტიის დაპირისპირების მიზეზი ქორწინების შესახებ ჩანაწერი, მიროტაძე ამას გამორიცხავს.


„ეს „რეპუბლიკელებსა" და „ქართულ ოცნებას" შორის კონფლიქტის საფუძველი ვერ გახდება. ერთი რამეც დაიმახსოვრეთ - თუ ინიცირების პროცესი დაიწყო, აუცილებლად გამოჩნდება როგორი დამოკიდებულებები და განწყობები არის ამ საკითხის მიმართ. ასე რომ, წინ საინტერესო პროცესი გველის", - განუცხადა მიროტაძემ „რეპორტიორს".






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner