logo_geo
eng_logo
„ასეთი მამაძაღლობა უნდა ისჯებოდეს 50 000 ლარით და მერე მოვლენ ჭკუაზე“
- +

11 აგვისტო. 2016. 11:09


„ასეთი მამაძაღლობა უნდა ისჯებოდეს 50 000 ლარით და მერე მოვლენ ჭკუაზე", - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური ბათუმში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ ფაქტს.


ცნობისთვის, ბათუმში, ერთერთ ღამის კლუბში, „ეფეს 2016"-ში, ტურისტს საუდის არაბეთიდან, ერთ ფინჯან ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს. ამის შესახებ მან ქართველ მეგობრებს მოუყვა. იგი მედიასთან ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.


ტურისტმა სამართალდამცავ ორგანოებს არ მიმართა, რადგან, როგორც მან მეგობრებს განუმარტა, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. ამბობს, რომ თუ ფულს არ გადაიხდიდა, კლუბში, ცემითა და მოკვლით დაემუქრნენ. მუქარა ისე აშკარად და ღიად მიიჩნია ტურისტმა, რომ კლუბის უკან გავლენიანი მფარველის არსებობა ივარაუდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner