logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არ დაუთმობს აღმოსავლეთ ტერიტორიებს რუსეთს და მზად არის დონბასში საბრძოლველად
- +

17 აპრილი. 2022. 18:27

 

 

„უკრაინა არ აპირებს ქვეყნის აღმოსავლეთ ტერიტორიების დათმობას ომის დასასრულებლად და მზად არის მომავალი ბრძოლისთვის დონბასში. ამ ბრძოლამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საომარი მოქმედებების შემდგომ მიმდინარეობაზე“, - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში გააკეთა.

 

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, თუ რუსეთი დონბასს დაიკავებს, მაშინ არ არსებობს გარანტია, რომ ის მეორედ არ შეეცდება კიევზე თავდასხმას. ამიტომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის შეკავება და საკუთარი პოზიციის დაცვა, რადგან მომავალმა ბრძოლამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მთელი ომის მიმდინარეობაზე.

 

„რადგან მე არ ვენდობი რუს სამხედროებს და რუსეთის ხელმძღვანელობას. ამიტომ, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ დავამარცხეთ ისინი და გაიქცნენ კიევიდან - ჩრდილოეთიდან, ჩერნიგოვიდან - ეს არ ნიშნავს, რომ თუ მათ მოახერხეს დონბასის აღება, ისინი კიევისკენ აღარ წამოვლენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner