ჟურნალ „ნიანგის“ ყოფილი რედაქტორის, დამსახურებული ჟურნალისტის ჟანი სიხარულიძის გარდაცვალებას ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ვახ, ჟანი! სულ ცოტაც და 100 წელს შეასრულებდი, ჯიგარო!
ხუმრობდი: 100-ის რომ გავხდები, ჩემი ხელით გავითხრი საფლავს და დროშით ხელში ჩავწვებიო!
რომ იტყოდი ხოლმე, გასვენებაში ვარ წასასვლელიო, გეხუმრებოდი - მადლობა თქვი, რომ კიდევ სხვების გასვენებებში დადიხარ-მეთქი და ვიცინოდით!
უფალმა აცხონოს შენი სული, ჯიგარო!
დამსახურებული ჟურნალისტი, ლეგენდარული ჟურნალ „ნიანგის“ ყოფილი რედაქტორი, თბილისისა და მისი კოლორიტული ამბების ნამდვილი მემატიანე ჟანი სიხარულიძე წავიდა ზეციურ საქართველოში“, - წერს ჯაბა ხუბუა..