logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ლეგენდარული ჟურნალ „ნიანგის“ ყოფილი რედაქტორი ჟანი სიხარულიძე წავიდა ზეციურ საქართველოში...
- +

17 აპრილი. 2022. 18:39

 

 

ჟურნალ „ნიანგის“ ყოფილი რედაქტორის, დამსახურებული ჟურნალისტის ჟანი სიხარულიძის გარდაცვალებას ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ვახ, ჟანი! სულ ცოტაც და 100 წელს შეასრულებდი, ჯიგარო!

 

ხუმრობდი: 100-ის რომ გავხდები, ჩემი ხელით გავითხრი საფლავს და დროშით ხელში ჩავწვებიო! 

 

რომ იტყოდი ხოლმე, გასვენებაში ვარ წასასვლელიო, გეხუმრებოდი - მადლობა თქვი, რომ კიდევ სხვების გასვენებებში დადიხარ-მეთქი და ვიცინოდით!

 

უფალმა აცხონოს შენი სული, ჯიგარო!

 

დამსახურებული ჟურნალისტი, ლეგენდარული ჟურნალ „ნიანგის“ ყოფილი რედაქტორი, თბილისისა და მისი კოლორიტული ამბების ნამდვილი მემატიანე ჟანი სიხარულიძე წავიდა ზეციურ საქართველოში“, - წერს ჯაბა ხუბუა..

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner