logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდია: ბედნიერება და აღიარების პატივი სულ სხვა რაღაცეებშია, ერთ-ერთი მათგანი საყვარელი საქმის კეთების სურვილია...
- +

17 აპრილი. 2022. 18:39

 

 

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„არ ვასწავლი არცერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში (ვარ ორი კერძო უნივერსიტეტის სდასუ-ს და გაუ-ს პროფესორი), არ ვარ არცერთი ქართული სახელმწიფო სამეცნიერო უწყების ან საზოგადოების წევრი (ვარ მხოლოდ აზიის სამეფო საზოგადოების წევრი (ინგლისი), მას შემდეგ, რაც ხელოვნების სასახლის დირექტორად დავინიშნე, არ მიმიღია არცერთი ქართული სახელმწიფო ჯილდო (მეგობრებთან ერთად მივიღე ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო „ევროპა ნოსტრა-ბერლინი“), ჩემი წიგნები, რომელთა შორის არაერთი ბესტსელერად იქცა, არასოდეს ქცეულა ქართული ჯილდოების საგანი: წიგნი „ქსოვილი საქართველოდან“, რომლისთვისაც „ევროპა ნოსტრა“ მივიღე, პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელმწიფო პრემიების კომისიამ არც კი განიხილა, ჩემი „სამი ქართული ამბავი“, რომელსაც წიგნის დახლებზე ვერ იპოვით, რამდენიმე წლის წინ პრემია „საბაზე“ „ჩავარდა“ (როგორც გავარკვიე, კომისიის მიერ წასაკითხი წიგნების სიაშიც კი ვერ მოხვდა), იმავე ნაშრომის თურქულად თარგმნაზე კი უარი მითხრა აწ უკვე არარსებულმა წიგნის ეროვნულმა ცენტრმა... არც ხელოვნების სასახლე მიმიღია ფიანდაზად, როცა მის დირექტორად დავინიშნე, მაშინ მას მუზეუმადაც კი არ განიხილავდნენ, დღეს მინიმუმ საქართველოს საუკეთესო მუზეუმების სამეულშია... ასე რომ, მეგობრებო, ბედნიერება და აღიარების პატივი სულ სხვა რაღაცეებშია, ერთ-ერთი მათგანი კი საყვარელი საქმის კეთების სურვილია...“ - წერს გიორგი კალანდია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner