ხუთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
საჰაერო დარტყმები ქალაქის ცენტრზე განხორციელდა. მეხანძრეები საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან.
"ადგილებზე მაშველები მუშაობენ", - იუწყება უკრაინული მაუწყებელი.
როგორც მედია წერს, კრემლმა უკრაინის აღმოსავლეთში თავდასხმები გააძლიერა, მათ შორის ხარკოვზე, რომელიც რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 21 კილომეტრში მდებარეობს (13 მილი).
შეგახსენებთ, პარასკევს ქალაქის საცხოვრებელი ზონების დაბომბვას 10 ადამიანი ემსხვერპლა, შაბათს კი საჰაერო დარტყმას კიდევ 2 პირის სიცოცხლე შეეწირა.