logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი ბაკურიანის შეხვედრაზე: მათ შეასრულეს ბრძანება სააკაშვილის, რომელმაც სასამართლო პროცესზე მოუწოდა - გეყოფათ ნეიტრალური, არა აქტიური პოზიცია და მიიყვანეთ საქმე ხელისუფლების ჩანაცვლებისკენ
- +

17 აპრილი. 2022. 21:06

 

 

მათ შეასრულეს პირდაპირ ბრძანება თავისი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის, რომელმაც სწორედ სასამართლო პროცესზე მოუწოდა - გეყოფათ ნეიტრალური, არა აქტიური პოზიცია და მიიყვანეთ საქმე ხელისუფლების ჩანაცვლებისკენ, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ ექსპერტმა დავით ქართველიშვილმა ბაკურიანში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

„პირველ რიგში, მათ შეასრულეს პირდაპირ ბრძანება თავისი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის, რომელმაც სწორედ ამისკენ მოუწოდა მათ სასამართლო პროცესზე - გეყოფათ ეს ნეიტრალური, არა აქტიური პოზიცია და მიიყვანეთ საქმე ხელისუფლების ჩანაცვლებისკენ. ზუსტად ამას ემსახურებოდა, პარალელურად ამ მოწოდებისა, აკერმანის ტრენინგები, რომელიც წვრთნის ამ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

6-8 აპრილს Rooms Kokhta-ში „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის შეკრება გაიმართა. „კვირას“ ინფორმაციით, ბაკურიანში გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა, რაშიც რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა (ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“, ბათუ ქუთელია – „დროა“, გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩისა“ და პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები). შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია „ფორმულადან“ და „მთავარი არხის“ წარმომადგენლები.

არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას გიორგი მშვენიერაძე და „სირცხვილიას“ აქტივისტები ესწრებოდნენ. ბაკურიანში არ მიიწვიეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომლებიც სააკაშვილის მიმართ ღია მხარდაჭერას არ გამოხატავენ.

შეხვედრის ტრენერი და მოდერატორი ცნობილი პოლიტტექნოლოგი პიტერ აკერმანი იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner