logo_geo
eng_logo
დენის შმიგალი: მარიუპოლი არ დაცემულა, ვთხოვთ ყველა საერთაშორისო პარტნიორს, დაგვეხმაროს იქ არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებაში
- +

17 აპრილი. 2022. 21:08

 

 

მარიუპოლში არის უზარმაზარი ჰუმანიტარული კატასტროფა, ჩვენ ვთხოვთ ყველა საერთაშორისო პარტნიორს, დაგვეხმაროს ამ ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებაში, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა abcnews-თან ინტერვიუში განაცხადა.

„იქ არიან ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, მებრძოლები და ისინი იბრძოლებენ ბოლომდე. ახლა ისინი კვლავაც რჩებიან მარიუპოლში. მაგრამ იქ არის უზარმაზარი ჰუმანიტარული კატასტროფა, რადგან ქალაქში რჩება 100 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი, რომლებიც 40 დღეზე მეტია, იტანჯებიან ამ ალყაშემორტყმულ ქალაქში. იქ არ არის წყალი, საკვები, გათბობა და დენი. ჩვენ ვთხოვთ ყველა საერთაშორისო პარტნიორს, დაგვეხმაროს ამ ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებაში“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

აზოვის ზღვის უმსხვილესი საპორტო ქალაქი მარიუპოლი, სადაც 100 ათასამდე ადამიანია დარჩენილი, რუსეთის ძალების მიერ უკვე რამდენიმე კვირაა, ალყაშია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner