ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლები საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციას უპირისპირდებიან. ძირითად მიზეზად ორგანიზაციის გაუმჭვირვალე მუშაობას და მიზერულ ჰონორარებს ასახელებენ, რომელსაც „ჯი-სი-ეი“ ავტორებს ურიცხავდა. ისინი დარწმუნებულები არიან რომ ასოციაცია მათ კუთვნილ ფულს ითვისებდა და საგამოძიებო ორგანოებს ამ საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.
ძველი ორგანიზაციის გაუმჭვირვალობით და თანხების არასამართლიანად განაწილებით უკმაყოფილო ავტორებმა ახალი ორგანიზაცია „გერა“ დააფუძნეს და საკუთარი უფლებების დაცვა თავად სცადეს. ძველი ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე მათ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კანონმდებლობით მის ასოციაციას საქმიანობის ექსკლუზიური უფლება აქვს.
ავტორებმა და შემსრულებლებმა საკანონმდებლო ორგანოსაც მიმართეს წერილით და კანონში არსებული ბუნდოვანი ჩანაწერების გასწორება და მოგვარება სთხოვეს.
უფრო ვრცლად თემის შესახებ ნახეთ „იმედის კვირის“ რეპორტაჟში.