logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: მიწის რეგისტრაციის პროცესის შედეგად, თუკი სოციალურად დაუცველს მიწა ექნება, მას დახმარება არ მოეხსნება
- +

17 აპრილი. 2022. 22:52

 

 

2024 წელს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დასრულდება მიწის რეგისტრაცია და ერთხელ და სამუდამოდ, საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები ამოიწურება, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიწის რეგისტრაციის პროცესის შედეგად, თუკი სოციალურად დაუცველ პირს მიწის ნაკვეთი ექნება, მას სოციალური დახმარება არ მოეხსნება.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყანაში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. ამ მიზნით, საჯარო რეესტრის მანქანები სოფელ-სოფელ, კარდაკარ ივლიან და მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთსა, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწას დაურეგისტრირებენ. ამზომველები თანამედროვე ჯიპიეს ტექნიკით იმუშავებენ. გაკეთდება ზუსტი ნახაზები და მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ნახაზებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების რეესტრში წარდგენა.

თუ როგორ უნდა დაარეგისტრიროთ მიწა, დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ რეპორტაჟში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner