logo_geo
eng_logo
გიორგი ხანიშვილი: ამ წლის პირველ სამ თვეში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი დაახლოებით 21%-ით გაიზარდა
- +

17 აპრილი. 2022. 22:52

 

 

ამ წლის პირველ სამ თვეში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი დაახლოებით 21%-ით გაიზარდა. ანუ, ჩვენ არსებული სიტუაციის მიუხედავად ვინარჩუნებთ მდგრადობას ორივე მიმართულებით, ეს არის იმპორტი, ეს არის ექსპორტი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„ჩვენ პრაქტიკულად ყოველ კვირეულად გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა ასოციაციებთან, იმპორტიორებთან, მწარმოებლებთან. მაგალითად, შედგა შეხვედრა რძის მწარმოებელ და რძის გადამამუშავებელ სექტორთან. მნიშვნელოვანია, რომ ამ სექტორს დღეის მდგომარეობით გაუჩნდა შესაძლებლობა ქვეყანაში განავითარონ ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც გუშინ არ იწარმოებოდა და იმპორტით შემოდიოდა. აქ გადმოიტანონ ქარხნები და საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდეს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner