logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი სტეფანჩუკზე: შევთანხმდით იმაზე, რომ თუკი იქნება რაიმე თემები და საკითხები, პირველ რიგში, ინფორმაცია ერთმანეთთან მოვიკითხოთ და გადავამოწმოთ
- +

17 აპრილი. 2022. 23:59

 

 

საქართველომ, რომელმაც 90-იან წლებში ორი ომი გამოიარა, სადაც რუსეთი იყო ჩართული, რომელმაც ასევე 2008 წელს ომი გამოიარა რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენს მიმართ პრეტენზიები და ეჭვები, რომ შეიძლება იყოს რაღაც ბალანსი, დათმობა ან გვერდითი მოლაპარაკებები, რაც სამწუხაროდ, გვესმოდა, რა თქმა უნდა, ვართ მგრძნობიარე და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს გასაგებიცაა ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, - ამის შესახებ „იმედი live“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან უკრაინაში ვიზიტი შეაფასა როგორც თბილი და მეგობრული. პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკს დელეგაციის მიმართ გამოჩენილი სითბოსა და კეთილგანწყობისთვის.

„ჩვენ, საქართველო, ვართ განსაკუთრებით მგრძნობიარე, თუკი არის გარკვეული პრეტენზიები, თუკი განსაკუთრებით ეს ეხება რუსეთთან საქართველოს მიმართებას. საქართველომ, რომელმაც 90-იან წლებში ორი ომი გამოიარა, სადაც რუსეთი იყო ჩართული, რომელმაც ასევე 2008 წელს ომი გამოიარა რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენს მიმართ პრეტენზიები და ეჭვები, რომ შეიძლება იყოს რაღაც ბალანსი, დათმობა ან გვერდითი მოლაპარაკებები, რაც სამწუხაროდ, გვესმოდა, რა თქმა უნდა, ვართ მგრძნობიარე და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს გასაგებიცაა ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, რომ ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ. სხვა მდგომარეობაში მყოფი და მათ შორის, გამომდინარე განგრძობითი ოკუპაციის გამო, რომელშიც საქართველო რუსეთის მხრიდან იმყოფება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მიმართ რაიმე ასეთი უსაფუძვლო ეჭვის წამოყენებას უნდა უძღოდეს რაღაც ინფორმაცია.

ზოგადად, დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის პრობლემაა და განსაკუთრებით კრიზისულ მომენტებში დეზინფორმაცია თავის როლს თამაშობს. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, პირდაპირი კონტაქტი ჩვენს შორის. სამწუხაროდ, მე ჩემს კოლეგას მანამდე არ ვიცნობდი და ასე დისტანციურად მოგვიწია გაცნობა. თავიდანვე თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. გავერკვიეთ ყველა საკითხში. შევთანხმდით იმაზე, რომ თუკი იქნება რაიმე თემები და საკითხები, პირველ რიგში, ინფორმაცია ერთმანეთთან მოვიკითხოთ და გადავამოწმოთ და აქედან გამოვიტანოთ შემდეგ დასკვნები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner