logo_geo
eng_logo
თურქეთში მომხდარ ტერაქტს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

11 აგვისტო. 2016. 11:39


8 დაღუპული და 50-ზე მეტი დაშავებული,  ასეთია იმ ორმაგი ტერაქტის შედეგი რომელიც თურქეთში გუშინ მოხდა.


ოფიციალური ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე პოლიციელები იყვნენ, რადგან ძირითადად სწორედ სამართალდამცველები არიან დაშავებულები.


აფეთქება თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მარდინისა და დიარბაქირის პროვინციებში მოხდა.  ბომბი საავადმყოფოსთან ახლოს ხალხმრავალ ქუჩაზე ამოქმედდა. ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ მოიყვანეს მოქმედებაში, როცა გზაზე პოლიციელებით სავსე ავტომობილები გადაადგილდებოდა. 



აფეთქების ადგილზე  კრიმინალისტები მუშაობენ.



პასუხისმგებლობა ტერაქტზე ამდრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია,  თუმცა თურქეთის ხელუსუფლებაში ვარაუდობენ, რომ აფეთქების უკან ანკარას მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული „ქურთ მუშათა პარტიის" შეიარაღებული ფრთის წევრები დგანან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner