logo_geo
eng_logo
დაზიანებული ბორჯომის პარკი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა
- +

11 აგვისტო. 2016. 11:44

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ისტორიულ პარკს ეწვია და 4 აგვისტოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

 

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის განმარტებით, ადგილზე, 24 საათიან რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობდა ყველა შესაბამისი უწყება.

 

 

4 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ბორჯომის ისტორიულ პარკს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები, დაზიანდა ასფალტის საფარი, სახურავები, ძლიერმა ქარმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიის ზონაში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან, გზის გაწმენდითი სამუშაოებისთვის ახალციხიდან სპეციალური ტექნიკა გაიგზავნა. 5 აგვისტოს, დილითვე პლატოს გზის მნიშვნელოვანი ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია გაწმენდილი იყო. შუადღიდან გაიხსნა ცენტრალური პარკის დასასვენებელი ზონა. ამჟამად, ბორჯომის პარკში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი სრულად აღმოფხვრილია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner