უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსმა საოკუპაციო ძალებმა 20 600 სამხედრო და 790 ტანკი დაკარგეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
სახელმწიფო უწყების ცნობით, რუსეთის დანაკარგებს ასევე, 2 041 ჯავშანტექნიკა, 381 - საარტილერიო სისტემა, 130 - MLRS, 67 - საჰაერო თავდაცვის სისტემა, 167 - თვითმფრინავი და 147 ერთეული ვერტმფრენიც მოიცავს.
„ამასთან ერთად, რუსებმა 1 487 ერთეული საავტომობილო აღჭურვილობა; 8 ერთეული - გემი/ნავი; საწვავით და საპოხი მასალებით სავსე 76 ავზი; 148 უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე; ასევე, 27 - სპეციალური აღჭურვილობა და 4 გამშვები OTRK / TRK დაკარგეს“, - აღნიშნულია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.