logo_geo
eng_logo
მარსელს ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი უახლოვდება
- +

11 აგვისტო. 2016. 11:45


საფრანგეთის ქალაქ მარსელს სტიქია ემუქრება. BBC-ის ცნობით, მარსელს ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი უახლოვდება.


სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზებაში 1 800-მდე მეხანძრე მონაწილეობს. ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, განადგურებულია 25-მდე საცხოვრებელი სახლი.


ხანძარმა 2 000-ზე მეტი ჰექტარის ფართობი მოიცვა და ამ ეტაპზე სტიქიის ლოკალიზება ვერ ხერხდება.


კვამლის გამო მარსელის აეროპორტში კომერციული რეისების ნაწილი გაუქმდა ან გადაიდო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner