საფრანგეთის ქალაქ მარსელს სტიქია ემუქრება. BBC-ის ცნობით, მარსელს ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი უახლოვდება.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზებაში 1 800-მდე მეხანძრე მონაწილეობს. ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, განადგურებულია 25-მდე საცხოვრებელი სახლი.
ხანძარმა 2 000-ზე მეტი ჰექტარის ფართობი მოიცვა და ამ ეტაპზე სტიქიის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
კვამლის გამო მარსელის აეროპორტში კომერციული რეისების ნაწილი გაუქმდა ან გადაიდო.