logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: რაც უკრაინაში ვნახეთ, საზარელია - ეს ყველაფერი სამართლებრივ შეფასებებს საჭიროებს, ჩვენ გვაქვს ჰააგის სასამართლოსთან ურთიერთობის გამოცდილება და ყველანაირად შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას
- +

18 აპრილი. 2022. 13:55

 

 

„ის, რაც ჩვენ უკრაინაში ვნახეთ, საზარელია. სამწუხაროდ, საზარელთან ერთად, ქართველებისთვის არაა პირველი, როდესაც ჩვენ ასეთი სურათები ვნახეთ. ჩვენ ეს სურათები გვახსოვს 1990-იანი წლებიდან, 2008 წლიდან... ეს ჩვენთვის ნაცნობია და, რა თქმა უნდა, ამან ჩვენ მიერ საქართველოში ნანახი ტრაგედია გააღვიძა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მისივე თქმით, უკრაინაში ახლა მნიშვნელოვანია ყველაფრის სამართლებრივი დოკუმენტირება.

 

„ახლა მთავარია არა განცხადებები, კომენტარები, პოლიტიკური შეფასებები, არამედ - სამართლებრივი შეფასებები. სწორედ ამიტომ, უკრაინელ კოლეგასთანაც მქონდა ამაზე საუბარი - ჰააგის სასამართლო არის ის ინსტანცია, სადაც უნდა მოხდეს ყველა ამ დოკუმენტაციის დამაგრება და გადაწყვეტილების მიღება. ვიდრე ჩვენ ჩავიდოდით, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი იყო ჩასული. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ჰააგის სასამართლოსთან ურთიერთობის გამოცდილება და ყველანაირად შეგვიძლია დავეხმაროთ. რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ იქ ვხედავდით, ომის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ფაქტია, რაც ჩვენ იქ ვნახეთ - დაზიანებული სამოქალაქო შენობები, ადამიანური მსხვერპლი... ეს ყველაფერი სამართლებრივ შეფასებებს საჭიროებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner