„ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი მიზეზი წყლის ამღვრევის და იმის, რომ მათ შორის, უკრაინის საზოგადოებაშიც იყოს არასწორი წარმოდგენა საქართველოსთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მათი მთავარი ამოცანაა, ქვეყნის ცუდად წარმოჩენა უკრაინელი ხალხის თვალში და საქართველოს უკრაინისადმი სოლიდარობის დაკნინება.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი მიზეზი წყლის ამღვრევისა და იმის, რომ მათ შორის უკრაინის საზოგადოებაშიც იყოს არასწორი წარმოდგენა საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები აქტიურად ჩანან მედიასაშუალებებით. მათი მთავარი ამოცანაა, ქვეყნის ცუდად წარმოჩენა უკრაინელი ხალხის თვალში და საქართველოს უკრაინისადმი სოლიდარობის დაკნინება. გამომდინარე იქიდან, რომ დეზინფორმაცია რთული ინსტრუმენტია და რთულად გასაბათილებელია, გარკვეულ დონემდე აღწევენ.
რაც შეეხება სხვადასხვა საკითხს, მთავარია, რომ წინ გავიხედოთ, ახლა მთავარია, უკრაინა მედგრად იდგას. რაც არის გამოწვევები, ის გამოწვევები დაძლიოს და ამ ომში გაიმარჯვოს. მთავარია, რომ თანამშრომლობის განწყობაა, ყველა საკითხი მოგვარდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.