logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: უკრაინისთვის მთავარია, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, გვერდი აუაროს სანქციებს
- +

18 აპრილი. 2022. 14:26

 

 

„უკრაინისთვის მთავარია, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, გვერდი აუაროს სანქციებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინელი კოლეგები მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.

 

„ჩვენმა კოლეგამ, სტეფანჩუკმა გაფართოებულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა მადლიერება იმ დახმარებისა და გვერდში დგომისთვის, რომელსაც საქართველო უკრაინის მიმართ იჩენს პოლიტიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერის კუთხით. იქაურმა კოლეგებმა გვთხოვეს ისიც, რომ როდესაც გვექნება გარკვეული ღონისძიებები აქ მყოფ უკრაინელებთან, ისინიც ჩავრთოთ და მიიღონ მონაწილეობა.

 

რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი და ამასთან დაკავშირებითაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საფინანსო რეგულაციებს საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით რაიმე პრეტენზიები არ არსებობს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, სხვათა შორის კარგია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმაც ზუსტი ფორმულირება გამოიტანეს თავმჯდომარის ნათქვამიდან, რომ საქართველოს იქნებ განეხილა ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები. ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ გულწრფელი საუბარი გვქონდა, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება ეფექტი მოვახდინოთ რუსეთის გადაწყვეტილებებზე. უკრაინისთვის მთავარია, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, გვერდი აუაროს სანქციებს“ ,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner