logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ირაკლი ხალხის პრემიერია, წარმატებები, ჩვენო საამაყო პრემიერო!
- +

18 აპრილი. 2022. 14:35

 

 

„არ გიყვართ იმათ, ვისაც მასთან ფეხი არ ჩაგივიდათ და არ მიგიკარათ, სამაგიეროდ, უყვარს უბრალო ხალხს და მისი იმედი გვაქვს“, - წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

 

„მაინც ვერ მოაწონებს თავს ირაკლი ღარიბაშვილი თვალებზე სისხლმოწოლილ ნაცებს და მათ მოქოქილ ჟურნალიუგებს, თავზე რო დაგვბღავიან და არაფერი რომ არ კეთდება თურმე. მეტი რა უნდა ქნას ამ კაცმა ერთ წელიწადში, რით ვერ მოგაწონათ თავი, ის წამლები გააიაფა, თქვენმა მოზულუქებულმა ნაცბიზნესმენებმა რომ გააძვირეს, იმ კაზინოების პრობლემა მოხსნა, თქვენ რომ რულეტკებზე „ფიშკებს“ ატრიალებდით ღამღამობით, იმ სოციალურად დაუცველ ბავშვებს გაუზარდა დახმარება, თქვენ რომ ფეხებზე გეკიდათ, იმ  დევნილებისთვის აშენდა  და ისევ შენდება ბინები, თქვენ რომ ჭაობში, ფოცხოეწერში მოისროლეთ, იმ პოლიციელებისთვის შენდება პოლიციის ქალაქი და ბინები, თქვენ რომ ზონდერებად აქციეთ და ხალხს შეაჯავრეთ პოლიცია. ბოდიში, რომ თქვენსავით ღამღამობით ტუსოვკებზე არ დადის, საყვარლები არ ჰყავს, ცოლს ბიუჯეტის ფულით არ უკეთებს პლასტიკურ ოპერაციებს და თქვენსავით ორგიებში არ იღებს მონაწილეობას. არ გიყვართ იმათ, ვისაც მასთან ფეხი არ ჩაგივიდათ და არ მიგიკარათ, სამაგიეროდ, უყვარს უბრალო ხალხს და მისი იმედი გვაქვს, არც ომს და ომის ხარჯზე გამდიდრებას დაუშვებს თქვენსავით და არც ლოქდაუნებით  დაგვკვეტავს სახლებში! ირაკლი ხალხის პრემიერია, ირაკლი ჩვენი რჩეულია, წარმატებები, ჩვენო საამაყო პრემიერო!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner