logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობამ“ უკრაინაში გაპარვით საკუთარი აბსურდული და დესტრუქციული კონტექსტის ლუსტრირება მოახდინა
- +

18 აპრილი. 2022. 15:01

 

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკრაინაში გაპარვით საკუთარი აბსურდული და დესტრუქციული კონტექსტის ლუსტრირება მოახდინა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

„ფაქტობრივად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკრაინაში გაპარვის ჟესტით საკუთარი აბსურდული და დესტრუქციული კონტექსტის ლუსტრირება მოახდინა. მათმა მხარდამჭერებმაც კი ვერ გაიგეს, რას ემსახურებოდა მათი ასეთი ფარული გაპარვა უკრაინაში მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საკმაოდ მაღალ დონეზე იმყოფებოდა უკრაინაში და უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გვქონდა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უკრაინაში გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner