logo_geo
eng_logo
სუს-ი: უსაფრთხოების თვალსაზრისით, 2021 წელი კომპლექსური, სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული
- +

18 აპრილი. 2022. 16:33

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს განსახილველად 2021 წლის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, 2021 წელი კომპლექსური, სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული.

 

„2021 წელს რუსეთის ფედერაციამ მნიშვნელოვნად გაააქტიურა ძალისხმევა მეზობელი ქვეყნების მიმართ საკუთარი ექსპანსიური პოლიტიკის გასატარებლად. აღნიშნული, მათ შორის, გამოიხატებოდა როგორც რეგიონის ქვეყნების საზღვრებთან ან/და უშუალოდ მათ ტერიტორიებზე ინტენსიური სამხედრო წვრთნების ჩატარებაში, ისე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ღია განცხადებებსა და რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა საკითხის გარშემო გაჟღერებულ ულტიმატუმებში. 2021 წლის მიწურულს, უკრაინასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ არსებითად დააზიანა რეგიონის უსაფრთხოების გარემო. რუსეთი აქტიურად ცდილობდა, მაქსიმალურად გაეძლიერებინა სამხედრო პოზიციები შავი ზღვის რეგიონში და სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენებით, რეგიონზე მოეპოვებინა მყარი, გრძელვადიანი ბერკეტები. აღნიშნულმა დამატებითი გამოწვევები შექმნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. საანგარიშო პერიოდში საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გარემოსთვის გამოწვევად რჩებოდა საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პერიოდულად მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებები“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიუთითებს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებისა და აღნიშნულის ფონზე, მომეტებული საფრთხეების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში, უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებდა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას.

 

„მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან. მათთან კომუნიკაციით, უსაფრთხოების საკითხებზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობოდა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების შეფასებას და ანალიზს. საქართველოს ხელისუფლების შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უწყვეტად მიეწოდებოდათ ინფორმაცია უსაფრთხოების მიმართულებით შესაძლო პროცესების განვითარებისა და მათი შედეგების თაობაზე“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner