ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მზად არის "ქართული ოცნებისგან" ნებისმიერი შეთავაზება მიიღოს.
კალაძის განცხადებით, კონკრეტულ თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს. როგორც კალაძემ აღნიშნა, მისი მთავარი ამოცანაა ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იყოს.
„გამიჭირდება ამაზე საუბარი, ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ამაზე გუნდი იმსჯელებს. მე მზად ვარ ვემსახურო ჩემს სამშობლოს, ჩემს ხალხს იქ, სადაც დავჭირდები. კონკრეტულ თანამდებობებს ჩემთვის არასდროს ჰქონია მნიშვნელობა და არც დღეს აქვს. მე მინდა ყოველთვის ვიყო ეფექტური, სარგებლის მომტანი, სადაც არ უნდა ვიყო",-განაცხადა კალაძემ.