logo_geo
eng_logo
სასამართლო სისტემაში ერთიანი ქოლცენტრი ამოქმედდა
- +

18 აპრილი. 2022. 17:10

 

საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრი - ნომერზე 15 45 - მოქალაქეებს გაუმჯობესებულ სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს.

 

„სასამართლოს მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მაღალია სატელეფონო კომუნიკაციის მოთხოვნა, ერთიანი პლატფორმის შექმნის მიზანი კი ინფორმაციის დროული და ეფექტიანი მიწოდების უზრუნველყოფაა. ქოლცენტრის მომსახურება დაინტერესებულ პირებს დაეხმარება დაზოგონ დრო და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია“, - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ მოინახულა.

 

განახლებული ქოლცენტრის მუშაობას გაეცნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე თემურ გოგოხია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner