logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: ნეტავ ყველა მინისტრი ისე ედგას გვერდით პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, როგორც ქალბატონი თეა წულუკიანი
- +

18 აპრილი. 2022. 17:18

 

„ყველა სახელმწიფო მოხელეს ვთხოვთ, თქვენი კაბინეტის ბიბლიოთეკის ოპტიმიზაციის დროს გაიხსენოთ ეროვნული ბიბლიოთეკა!“- ამის შესახებ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ნეტავ ყველა მინისტრი ისე ედგას გვერდით პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, როგორც ქალბატონი თეა წულუკიანი უდგას. ჯერ იყო და, ასობით უნიკალური გამოცემა გადმოგვცა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში არ იყო. ახლა კი ახალი საჩუქარი ავტოგრაფით.

 

ყველა სახელმწიფო მოხელეს ვთხოვთ, თქვენი კაბინეტის ბიბლიოთეკის ოპტიმიზაციის დროს გაიხსენოთ ეროვნული ბიბლიოთეკა! თქვენ რომ მოგართვეს გამოცემა, შეიძლება ეროვნულ ბიბლიოთეკას არ უწილადეს“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner